Pages

Monday 14 October 2013

განწყობები და პოზიციები

განწყობები და პოზიციები

19 June 2013 at 11:31
პირველ რიგში მინდა Facebook-ზე ჩემი „წიკვინისა“ და „აგრესიული რიტორიკის“ საკითხს შევეხო. ვინც არ იცის მინდა ვახარო, რომ Facebook-ს აქვს ისეთი ფუნქცია, რომელსაც ჰქვია Privacy, რომელიც ყველა პოსტისთვის შეიძლება დაყენება - ის განსაზღვრავს ვინ შესძლებს ამ პოსტის ნახვას (პატარა ღილაკი პოსტისა და სტატუსის ქვემოთ). მე ამ ფუნქციას ვიყენებ ხშირად და ჩემს თვითოეულ პოსტს ყველა ვერ ხედავს. ამიტომ, ჩემი პოსტები წარსულში ასე არის დაყენებული და „მოწიკვინე“ და „აგრესიულ“ პოსტებს, მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი ხედავს. ისევე, როგორც ამ პოსტს.

აგრეთვე, მნიშვნელოვანია განვმარტოთ და განვასხვაოთ „წიკვინი“, „აგრესია“, სარკაზმი და ცინიზმი. მე დეტალურად გადავხედე ჩემს პოსტებს წარსულში და „წიკვინ-აგრესიული“ პოსტები ვერ მოვნახე... სარკასტულ-ცინიკურები კი უხვად.

ეხლა გადავიდეთ იმაზე ვარ თუ არა მე ნაცი, ან მათი მხარდამჭერი, მიშისტი, ანტი-ბიძინისტი, ანტი-ქოცისტი, ეგოისტი, პესიმისტი, „შუაშისტი“... თუ არ გაიინტერესებთ ჩემმი „ისტობა“ და „იზმობა“, ან ჩემი პოზიცია მიმდინარე (თუ ჩამომდინარე) მოვლენებისადმი, ნუ გააგრძელებთ კითხვას - ეს პოსტი იმისათვის არის, რომ ჩემი პოზიცია და განწყობები ნათლად ჩამოვწერო, რომ ვინმემ რამე „ისტობა“ და „იზმობა“ არ დამაბრალოს და თუ დამაბრალებენ, რომ ეს პოსტი „ცხვირდაპირ მურტალში“ ავაფარო.

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ მე არც პოლიტიკოსი ვარ, არც საზოგადო მოღვაწე - ვარ რიგითი მოქალაქე, რომელსაც გააჩნია თავისი აზრი და პოზიცია მიმდინარე (ჩამომდინარე) პროცესებისადმი ერთ-ერთ ქვეყანაში... ვიმეორებ, ერთ-ერთ ქვეყანაში, ვინაიდან მე იგივე პროცესებს ვადევნებ თვალ-ყურს კიდევ რამოდენიმე ქვეყანაში, ჩემი პროფესიიდან და სამსახურიდან გამომდინარე - ეს იმასაც ნიშნავს, რომ მაქვს შედარების საშუალება.

ყველანარირი ლოგიკით საქართველო და იქ ჩამომდინარე პროცესები უნდა მეკიდოს (ვცდილობ და ამაზე ვმუშაობ), ვინაიდან მანდ არ ვცხოვრობ და ალბათ არასოდეს არ ვიცხოვრებ. არც ჩემს სახლად მიმაჩნია (სახლი არა მაქვს) და არც სამშობლოდ - სამშობლომ როგორც კონცეფციამ ჩემთვის მნიშვნელობა და აქტუალურობა უკვე დიდი ხანია დაკარგა. საქართველოს შეიძლება ჩემთვის ოდნავ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა მხოლოდ იმიტომ ჰქონდეს, რომ იქ ცხოვრობენ რამოდენიმე  ჩემი მეგობარი და მშობლები და იქ რაც მოხდება ამ ხალხზე იქონიებს გავლენას. სხვა მხრივ, საქართველოს როგორც სახელმწიფოს, თავისი ისტორიითა და კულტურით ერთ-ერთი (ალბათ საინტერესო) ქვეყანაა დედამიწაზე სხვა ქვეყნებს შორის. აგერ, სწორედ და გამართულად წერაც კი აღარ ვიცი ქართულად, რომელ ჩემს "ქართველობაზეა" ლაპარაკი. თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან რისი თქმაც მინდა მაინც გასაგებია იმათთვის ვისაც უნდა გაგება.

სანამ ჩამოვწერდე bullet-point-ებით pros and cons, რა მომწონს, ან რა არ მომწონს, რას ვეთანხმები და რას არ ვეთანხმები დღევანდელ ჩამომდინარე პროცესებში, იცოდეთ, რომ „შუაშისტიც“ კი არა ვარ - ეს ხომ ახალი „იარლიკია“, რომლებიც თურმე ნაცებს მიეტმასნენ, თურმე მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობასა და ახალ მთავრობას არ ეთანხმებიან. Look, ადგილი ბევრია და არ მჭირდება ორს შუა დგომა და გაჭყლეტვა, რომ „შუაშისტი“ ვიყო, შემიძლია განზეც გავდგე (იქ უფრო მეტი ადგილია) და იქედან ვუყურო მოვლენებს. ზოგადად, არაფრისტი არა ვარ და არც ერთ კლუბს არ მივაკუთვნებ ჩემს თავს - კლუბური მენტალიტეტისაგან შორს ვდგავარ.

1.    ნეგატივი ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილისადმი:

-         არა ვარ და არ არასოდეს არ ვყოფილვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი. 2004 წლიდან ვაკრიტიკებდი ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ბევრ მათ ხედვასა და განცხადებულ ღირებულებებს ვიზიარებ დღესაც - არ ვიზიარებდი მათ მეთოდებსა და ხანდახან ორმაგ სტანდარტებს, რის გამოც მათ დაკარგეს ჩემი ნდობა;

-         მიმაჩნია, რომ 2004 – 2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მართველობის დროს იქნა ჩადენილი ბევრი დანაშაული, ადამიანთა უფლებების დარღვევა და უსამართლობა მაგ. გვირგვლიანის საქმე, ბიზნესების რეკეტი და გამოძალვა, ოპოზიცცის შევიწროება, „შპიონომანია-პარანოია“ რის შედეგადაც დააპატიმრეს რამოდენიმე უდანაშაულო ადამიანი, უფროსი თაობის სრული მარგინალიზაცია, მედიის კონტროლი...;

-         არ ვეთანხმები და არ მომწონს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა და პრეზიდენტი პატივს არ სცემს და უპატივცემულოთ მოიხსენიებს და მიმართავს სახელმწიფოს სიმბოლოებს მაგ.: პრემიერ-მინისტრს და უმრავლესობას;


2.    პოზიტივი ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილისადმი:

-         2004 – 2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მართველობის დროს ბევრი დადებითი რეფორმა ჩატარდა, გაიზარდა ბიუჯეტი და ეკონომიკა; საქართველო უფრო აქტიური გახდა საერთაშორისო არენაზე, შეიძინა, გააუმჯობესა და გააძლიერა სტრატეგიული ურთიოერთობები; გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და სახელმწიფო სერვისები; ბოლო მოეღო დაბალ და საშუალო დონეზე კორუფციას; აღმოიფხვრა კრიმინალური „რომანტიზმი“ (ქურდები);

-         მიმაჩნია, რომ მიუხედავად დიდი შეცდომებისა, დღეს ნაციონალური მოძრაობა არის კარგად ჩამოყალიბებული, ძლიერი პოლიტიკური პარტია, ჩამოყალიბებული ხედვით, სტრატეგიებითა და პროგრამით

- იგი წარმოადგენს ჯანსაღ ოპოზიციურ ძალას რასაც პატივი უნდა ეცეს და უნდა იქნას გამოყენებული;


3.    ნეგატივი კოალიცია ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილისადმი:

-         არის ჭრელი კოალიცია, რომელშიც შედიან ურთიერთგამომრიცხავი ღირებულებებისა და პრინციპების მქონე პარტიები და ადამიანები;

-         არ ვეთანხმები და არ მომწონს, როდესაც ახალი მთავრობა და საზოგადოება ზემოთ მოყვანილ დადებით მომენტებს არ აფასებს, ვერ ხედავს და არ უფასებს პრეზიდენტსა და ნაციონალურ მოძრაობას, საჯარო რიტორიკა კი 2004-2012 წლებს ხატავს, როგორც საშინელ, ყველაზე ცუდ პერიოდს საქართველოში - ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება და ტყულია;

-         არ ვეთანხმები და არ მომწონს, როდესაც ახალი მთავრობა და უმრავლესობა პატივს არ სცემს და უპატივცემულოთ მოიხსენიებს და მიმართავს სახელმწიფოს სიმბოლოებს მაგ.: პრეზიდენტს და ოპოზიციურ პარტიას. მაგალითად ის რომ უმცირესობა, ოპოზიცია და პრეზიდენტი კრიმინალები არიან, რომ ყველა დასაჭერია (ბევრ სხვებთან ერთად ეს ფანჯიკიძემ და ბიძინაც არაერთხელ სთქვეს);

-         რადიკალურად და ფუნდამენტალურად არ ვეთანხმები ახალი მთავრობისა და უმრავლესობის პოზიციასა და ქმედებებს რუსეთთან მიმართებაში და ამ საკითხში სრუალიდ ვიზიარებ ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის პოზიციასა და სტრატეგიასა. აქ რომ ჩამოვთვალო მაგალითები და არგუმენტები ძალიან დიდი ადგილს დაიკავებს;

-         არ ვეთანხმები და არ მომწონს, როდესაც ახალი მთავრობა ხშირ შემთხვევაში ატარებს რევანშისტულ და შურისმაძიებლურ ქმედებებს ნაციონალური მოძრაობისა და პრეზიდენტის მიმართ და არ იცავს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალეობის და აპოლიტიკურობის პრინციიპებს საქმეების გამოძიებისას ან აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებისას. მაგლაითად, არამგონია ივანიშვილისადმი აღმკვეთი ღონისძიების სახით თავისუფლების აღკვეთა უნდა გამოყენებულიყო, ბიძინამ და მისი კოალიციის ბევრმა წევრმა სთქვეს, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა განადგურდეს, აიკრძალოს...;

-         მიმაჩნია, რომ კოალიცია ოცნებას და პრემიერ-მინისტრს არა აქვთ ჩამოყალიბებული გრძელვადიან ხედვა და სტრატეგია არც ერთ საკითხზე... ან, ეს განცხადებული, ახსნილი ან გამჟღავნებული არ არის. საგარეო საქმეებსა და ურთერთობების გარდა ეს აშკარად სჩანს ეკონომიკაში, განათლებაში, სოციალურ პროგრამებში და უშიშრეობა-უსაფრთხოებაში;

-         მიმაჩნია, რომ არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღებული გადაწყვეტილებები არ ემსახურება პროგრესს და განვითარებას, როგორც ეს არის გაგებული და განსაზღვრული დასავლურ კულტურებში და დასავლეთის ქვეყნებში - სხვა ღირებულებებით იგივე ქმედებები შეიძლება იქნეს შეფასებული როგორც პროგრესი. მე ამ საკითხს ჩრდილო-ამერიკული და ევროპული სტანდარტებით ვაფასებ;

-         მიმაჩნია, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტმა მიიღო რამოდენიმე ცუდი, არაპროგრესული კანონი მაგ. უმაღლეს განათლებაზე, უნივერსიტეტზე, დასაქმებიბს კანონი...;
-         ზემოთაღნიშნული პუნქტებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ უმრავლესობა და მთავრობა არაკომპეტენტურია, თუმცა არა მგონია, რომ მათ მიზანდასახულად ცუდი ან ავი უნდოდეთ საქართველოსათვის;

4.    პოზიტივი კოალიცია ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილისადმი:

-         ვეთანხმები იმ მოსაზრებას და იმ პრინციპს, რომ კანონისა და სამართლიანობის, გამჭვირვალეობისა და აპოლიტიკურობის დაცვისა და პატივისცემით ისინი ვინც ჩაიდინეს დანაშაული 2004 – 2012 წლებში უნდა დაისაჯონ, თუ ამის მტკიცებულებები არსებობს. თუმცა მაინტერესებს იგივე რატომ არ უნდა გავრცელდეს მაშინ იმათზე ვინც დანაშაული ჩაიდინეს 1991 – 2003 წლებში;

-         მიმაჩნია, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტმა მიიღო რამოდენიმე კარგი, პროგრესული კანონი მაგ. პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებების შეზღუდვაზე;

-         მიმაჩნია, რომ არჩევნების მერე სამოქალაქო საზოგადოება, ცალკეული პატარა ჯგუფებისა და პიროვნებების საშუალებით და წარმომადგენლობით არის უფრო ინფორმირებული, ჩართული და აქტიური მთავრობის გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო განხილვებში;

-         მიმაჩნია, რომ არჩევნების მერე პირველად საქართველოში არსებობს რეალური, უმრავლესობის მიერ არამანიპულირებადი, ნამდვილი ოპოზიუციური ძალა;

-         მიმაჩნია, რომ დღევანდელი პარლამენტი და მთავრობა ზუსტად ასახავს საქართველოს საზოგადოებას, ანუ ის არის წარმომადგენლობითი, ხალხის ანარეკლი;


დამატებით, მინდა ვთქვა, რომ რამდენადაც მე არ მომწონს დღევანდელი სიტუაცია საქართველოში, ალაბათ ასე სჯობია და უკეთესია, ვინაიდან საზოგადოების ჩამოყალიბება, გარდაქმნა და ცვლილება (განვითარება თუ რეგრესი) ხდება ქვემოდან ზემოთ და არა ისე როგორც ხდებოდა 2004-2012 წლებში, ანუ ზემოდან ქვემოთ. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში რას მოიტანს მე არ ვიცი მაგრამ, ნებისმიერი ცვლილება (პროგრესული თუ რეგრესული) იქნება ინსტიტუციონალური და საზოგადოების მიერ გათავისებული - ის იქნება ამ ცვლილებების და იდენტიფიკაციის ავტორი, მესაკუთრე და უფრო მეტ პატივს სცემს მას მომავალში. როგორც აღმოჩნდა და გაირკვა, იდენტიფიკაციისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების დაჩქარება შეუძლებელია და ამას დრო, მოთმინება და მტკივნეული პროცესების გავლა სჭირდება.

და ბოლოს, რაც არ უნდა მაწუხებდეს და მანაღვლებდეს დღეს საქართველოში მიმდინარე ყველა პოლიტიკური პროცესი და შეიძლება ჩემი მოკრძალებული აზრი და პოზიცია მქონდეს თითქმის ყველა საკითხზე, გადავწყვიტე ჩემი აზრი საჯარო სივრცეში გამოვთქვა მხოლოდ რამოდენიმე საკითხზე. თავს შევიზღუდავ მხოლოდ იმ საკითხებით, რომლებიც მე პირადად მიმაჩნია არის ყველაზე მთავარი და სასიცოცხლო სახელმწიფოებრიობისათვის (მათ შორის ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებში ბოლო საკითხი). აგრეთვე, შემოვიფარგლები იმ საკითხებით, რომლებიც სხვა საკითხებზე უფრო მაინტერესებს, მესმის, მაქვს რაღაც გამოცდილება, ცოდნა და კომპეტენცია:
-         სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნა, ანუ სეკულარიზმი;
-         რუსეთის საკითხი;
-         კოპნფლიქტებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხი;
-         ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია;
-         საიმიგრაციო და ლტოლვილთა საკითხები;
-         კანაფის რეგულირება.

ვისაც არ დაგეზარათ და აქამდე ჩამოიკითხეთ, დიდი მალობა. თუმცა არ მესმის რატომ უნდა იყოს თქვენთვის საინტერესო ჩემი პოზიცია და განწყობები. მე ეს უფრო ჩემთვის დავწერე.

No comments:

Post a Comment