Pages

Wednesday 11 June 2014

I had an "emotional diarrhea against the Georgians" this afternoon

რა განსხვავებაა აზროვნებასა და მიდგომაში, როდესაც საუბარია ამ ორ ტაბუზე: ეკლესია-რელიგიის კრიტიკა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.  ტაბუ ტაბუა! ყველა საკითხის განხილვა შეიძლება და მოსულა. დებატებში და მსჯელობაში იბადება სიმართლე, იკვეთება პრობლემების გადაჭრის, მანამდე უხილავი, საშუალებები. ტაბუები მხოლოდ გონებაჩაკეტილი ადამიანებისთვის არსებობს.

მე ასე მგონია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გადარჩენა, რომ ისინი რუსეთს არ შეუერთდნენ, არის მათთვის დამოუკიდებლობის შეთავაზება (რა საკვირველია წინაპირობებითა და გარკვეული დროის განმავლობაში) რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსათვის მომგებიანია...თან ძალიან. 

მე ვერ ვხედავ პრობლემას ორი-სამი, ერთნაირ ღირებულებებზე აგებული და ერთანირი ორიენტაციის მქონე, დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობაში, თუ ამის გაკეთებას მოინდომებენ აფხაზები, ოსები და ქართველები და თუ ეს შესაძლებელია. ამაზე მეტყვიან, ჩემი ულტრა-ურა-პატრიოტი მეგობრები, რომ ეს შეუძლებელია - კი მაგრამ ეს ვარიანტი ვინმეს ოდესმე სერიოზულად განუხილავს, შეუსწავლია? 2008-2013 წლებში გეოპოლიტიკაში დიდი ძვრები მოხდა და ამ შეცვლილ კონტექსტში არა მგონია ვინმეს სერიოზულად განეხილოს ეს ვარიანტი. თმცა ამაზე დიდი პრობლემა, ჩემი აზრით, არის ზუსტად ის, რომ ამაზე ლაპარაკი ან განხილვებიც კ დაუშვებელია, წარმოუდგენელი!

საქართველოში არის რამოდენიმე საკითხი, რომელთა კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება იწვევს პარანოიას. ამ საკითხების თუნდაც წამოწევა თავზარს სცემს ხალხს და აფეთქებს გაღიზიანების, გაბრაზების, შიშისა და პანიკის ნაღმს. ხალხი ამ დროს შედის ტრანსში და იწყებს მეტამორფოზს - ეს ალბათ ქართულ გენში შემონახული ზომბირების გენია. ყველას ერთბაშად უწევს წნევა, ეზრდება სხეულის ტემპერატურა და ვოკალური მონაცემები, რომელიც ვერბალურ ფაღარათში გამოიხატება. მოზღვავებულმა სისხლმა ლამის არის თვალის გუგების ძარღვებიდან ნაპორით გამოასხას, ხოლო ბაგებიდან, ხმამაღალი გუნდური ვოკალურ პერფორმანსთან ერთად მოჭარბებული ნერწყვის ნაპორით იწუწებიან გვერდზე მდგომნი. არ გაბედოთ და არ დასვათ შეკითხვები აფხაზეთისა და ცხინვალის "საკუთრების" შესახებ. ნურც მართლმადიდებლობას გააკრიტიკებთ, როგორც რეტროგადულ სუბ-კულტურას. ამ "სუბ-კულტურამ" დაიფაროს, რომ პატრიარქის წმინდანობაში ეჭვის შეგეპაროთ. დის, დედისა და ცოლისა სასქესო ორგანიები და მათი "ხელ-ყლე-ყოფა" ან თუნდაც ხსენება ქრისტეს წამებისას მის მაჯებში ლურსმნის ჩაჭედების ტოლფასია. ხოლო, ჩვენი ქალიშვილების ქალიშვილობის აპკი კი ქართველი მამის, ძმისა და ბიძაშვილის ღირსებაა. ჩვენს დებს, დედებსა, ქალიშვილებსა და ცოლებს ხომ სექსი არა აქვთ, მათი მუტელი ქალის ჩვეულებრივი მუტელი არ არის - ის ქართველი ვაჟკაცის ღირსებაა პედესტალზე შემოდებული, რომელსაც მთელი ერი ეთაყვანება. მე მუტლის ასეთ განდიდება და მისი ასეთ შიში არცერთ ქვეყანაში არ მინახავს - მუტლმოშიში ერი. როგორც ვიღაც ჭკვიანმა სთქვა „შიში შეიქმს სიყვარულსა“ - კარგად უთქვია, თან ქართველებზე.
ამ ბოლო დროს გამოჩნდა ახალი, შეიძლება უფრო მნიშვნელოივანი, ქართველი კაცის ღირსების გამომხატველი სიმბოლო: სხვა მამაკაცის ტრაკი! ანუ, ქართველი ვაჟკაცის ღირსება ილახება თუ ვიღაც სხვა მამაკაცი, ვიღაც კიდევ სხვა მამაკაცთან წევს და აქვს ინტიმური კავშირი.

ხალხნო, გადახედეთ ზემოთ ქართველების ხელშეუხებელ ღირებულებებს!!!!!!!!! შიგა გაქვთ?!
აბა, ურაპატრიოტებო, ფეოდალებო, აზნაურებო (შემოდგომის)  გამაოვლინეთ თქვენი პატრიოტიზმი, კიდევ ერთხელ შემახსენეთ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი "თქვენია"  - პუტინსაც ჰგონია, რომ ყირიმი მისია, პალესტინელებსაც ჰგონიათ რომ იერუსალიმი მათია, ჩინეთში კი ტაივანი მათი ჰგონიათ, სერბეთი ნელნელა ეგუება კოსოვოს დამოუკიდებლობას, საბერძნეთს კვიპროსი მისი ჰგონია, ბრიტანეთს შოტლანდია მისი ჰგონია, ესპანალებს კი კატალონია თავის საკუთრებად მიაჩნიათ... რამდენი ჩამოვთვალო?!
ცოლ-დედა-და-ქალიშვილის მუტლებს გაუფრთხილდით, ხელი ააფარეთ და ცივი ნიავი არ გააკაროთ.
გეებს სახლებში კამერები დავუყენოთ, რომ უჩუმრად არ გაბედონ და ვიღაც სხვა კაცთან ან ქალთან ქართულ-ხალხური, ვაჟკაცურ-მამაპაპისეული ღირსება არ შეგვილახონ.