Pages

Sunday 20 January 2013

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და პატრიარქის როლი, დამსახურება და ღვაწლი


სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ღვაწლი და როლი საქართველოს ბოლო 30 წლის ისტორიაში უდაოდ დიდია. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლსიამ ითამაშა ალბათ ერთერთი ყველაზე უფრო მნიშვნეოლავნი როლი საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების ფორმირებაში, განსაკუთრებით 1980-იანი წლებიდან. შევეცდები თავი ავარიდო იმის განსჯას, თუ ამ ფორმირების პროცესში ეკლესიისა და პატრიარქის უდიდესი გავლენა იყო დადებითი თუ უარყოფითი. ფაქტია რომ ეს გავლენა იყო და არის. ის თუ ეს გავლენა ისევ ამხელა დარჩება, გაიზრდება თუ შემცირდება, ეს ეკელსიაზე და პატრიარქზე არ არის დამოკიდებული.

პატრიარქი, თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე და აგრეთვე გამომდინარე მისი თანამდებობრივი მიზნებიდან და ამოცანებიდან, არის აბსოლუტურად წარმატებული პიროვნულად, კარიერულად, პლიტიკურად და თუ გნებავთ, სულიერადაც. ის, რომ ეკლესიამ და პატრიარქმა ზედმეტად დომინირებული გავლენა იქონია საზოგადოების იდენტიფიკაციისა და ღირებულებების ფორმირებაზე, მიუთითებს იმაზე, რომ ეკლესიისა და პატრიარქისგან განსხვავებით სხვა ინსტიტუტები, დისციპლინები და  სამოქალაქო, სეკულალური ფორმირებები საერთოდ არ, ან ნაკლებად ეფეკტურად ფუნქციონირებენ. ეკლესია და პატრიარქი, ისევ ორგანიზაციულადაც, ასრულებდა და ასრულებს თავის საქმეს სხვებზე უფრო კარგად. იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობას ნებავს არაეკლესიური საზოგადოება და სეკულალური სახელმწიფო, მაშინ შესაბამისმა საზოგადოებრივმა გაერთიანებებმა, ლობისტებმა, საკანონმდებლო და აღამსრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა იმუშაონ უფრო ეფექტურად და უნდა იყვნენ უფრო უკეთესად მობილიზირებულნი. თუ სეკულარული საზოგადოების ფენები და სტრუქტურები ვერ მუშაობენ, ამიტომ ეკლესია და პატრიარქი დამნაშავეები არ არიან.

ქართული მართლმადიდებლურ ეკლესიასა და პატრიარქის დომინირებული გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებულ კულტურაზე, შიდა და გეო-პოლიტოიკაზე ბოლო 1,500 წლის განმავლობაშიc აგრეთვე უდაოდ დიდია.  ქართული კულტურული იდენტიფიკაციის (და არა საქართველოს მოქალაქეობრივი იდენტიფიკაციის) და საქართველოს სახელმწიფოს ფორმირებაში ეკლესიამ და პატრიარქმა შეიტანეს თავის დიდი ღვაწლი. „გადავრჩით“, თუ „გადაგვარჩინა“ არგუმენტს თავისი საფუძველი აქვს.

გადავრჩით, ეს კარგია. თუმცა გადარჩენის რეჟიმში კიდევ რამდენი ხანი უნდა იმუშაოს ეროვნულმა და საზოგადოებრივმა თვითშეგნებამ? როდის გადაერთვება იგი ცხოვრებაზე, პროდუქტიულობაზე, ეფექტურობაზე, სიამოვნებაზე? ანუ, ცხოვრებისა და მერე კარგად ცხოვრების რეჟიმში? ნუ, ხომ გადავრჩით - მადლობა უფალს. ახლა ვიცხოვროთ. წამება და თვითგვემა, მასზე დაფუძნებული იდენტიფიკაცია ვერ ჯდება 21-ე საუკუნის, მომავლის, პროგრესის, განვითარებული და ცივილიზირებული სახლემწიფოს სურათში.

ქართულ მართლმადიანურ ეკლესიის და პატრიარქს დამსახურებულად აქვთ სპეციალური სტატუსი საქართველოს ისტორიაში, თვითშეგნებაში, თუნდაც სახელმწიფოებრიომაშიც. ამას მათ ვერავინ ვეღარასოდეს ვერ წაართმევს: ეს კანონმდებლობითაც კი არის გარანტიურებული. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ მართლმადიდებლურ კელესიასა და რელიგიას აქვთ პერმანენტული ელიტალურ-პრივილიგირებული სტატუსი. ამაზე მეტის მიღწევა საქართველოს ტერიტორიაზე ინსტიტუტისათვის წარმოუდგენელია, თუ ეკლესიას ქართული მართლმადიანობის გავრცელება არ უნდა მეზობელ ქვეყნებში და მერე მთელს მსოფლიოში - მაშინ საქართველოს ეკლესიის მისია ჯერ არ დაუსრულებია. თუ ეს ამბიცია არ არსებობს, მაშინ მისია საქართველოში წარმატებულად იქნა შესრულებული და დასრულებული - დაისვენეთ და დატკბით დიდებითა და წარმატებით. ეს ამხელა ღვაწლი და დამსახურება საქართველოს მოსახლეობამ დაინახა, შეაფასა, აღიარა, აღრფთოვანებლი და მადლიერია.

იმ შემთხვევაში თუ ვაპირებთ თანამედროვე, დასავლურ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ერისა და საზოგადოების აშენებას, ეს რელიგიური და ეკლესიური პრინციპებითა და დოგმებით ვერ მოხერხდება. ამაზე შეიძლება დავა, რა თქმა უნდა, თუმცა ასეთი მაგალითი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში არ არსებობს. დასავლეთის სახელმწიფოების პოლიტიკური და საზოგადოების განვითარების კუთხით წარმატებები დაკავშირებულია ზუსტად იმასთან, რომ ეკლკესია და რელიგია გაემიჯნენ სახელმწიფოსა და პოლიტიკას. საქართველოში ამისათვის საჭიროა, რომ ეკლესიამ დაიკავოს თავისი დამსახურებული ელიტარული ადგილი საზოგადოებაში, მიხედოს ადამიანთა სულიერებას და გაეცალოს პოლიტიკას. ამას კი, ეკლესია ვერ შესძლებს თუ სეკულალური საზოგადოებრივი აზრი და შესაბამისი გაერთიანებები აქტიურად და თამამად არ გამოვლენ პოლიტიკურ არენაზე. ყველას და ყველაფერს საქართველოში, პოლიტიკურ პარტიებს, კოალიციებს, არჩევნებს, შენობების გახსნას, სტადიონებს, მაღაზიებს, გამოფენებს, მანქანებსა და ბინებს არ სჭირდებათ ეკლესიისა და პატრიარქის ლეგიტიმაცია (კურთხევა). სახელმწიფო სტრუქტურების არ ქონისა და არაეფექტურობის დროს ეკლესიამ იტვირთა ამ ინსტიტუტების ფუნქციაცა და მანდატიც. ეხლა ხომ გვაქვს, რაღაც ფორმით, სახელმწიფო სერვისები და სტრუქტურები - ვაცალოთ ეხლა ამ სტრუქტურებს თავისი საქმე გააკეთონ, ეკლესიის გარეშე.








No comments:

Post a Comment