Pages

Thursday 29 May 2014

ნაცები, ქოცები, "შუაშისტები" და "არავისტები"

ნაცები, ქოცები, "შუაშისტები" და "არავისტები"

23 January 2014 at 11:01
მე არ ვიცი ვის ეძახიან „შუაშისტებს“, ან რა დამოკიდებულებაა მათდამი ზოგადად საზოგადოებაში, ან თუნდაც ნაცმოძრაობაში და მათ მიმდევრებს შორის, ან ქოცებში. „შუაშისტები“ ალბათ ის ხალხია ვისაც:
  1. არჩევანს ხედავენ დღეს არსებულ ორ ბანაკს შორის მხოლოდ;
  2. არ მოსწონს და არ ეთანხმება ბევრ მოსაზრებებსა და ქმედებებს ორივე ბანაკში;
  3. მიაჩნია, რომ ორივე ბანაკში არიან შტერი, არაპროფესიონალი, გაუნათლებელი, კორუმპირებული, დამნაშავე და უღირსი ადამიანები;
  4. მოსწონს და ეთანხმება რაღაც ქმედებებს და მოსაზრებებს ორივე ბანაკში;
  5. მიაჩნია, რომ ორივე ბანაკში არიან რამოდენიმე პროფესიონალი, განათლებული, პატრიოტი, კეთილსინდისიერი და სანდო პოლიტიკოსი;
  6. მიაჩნია, რომ რადიკალური და უკომპრომისო დამოკიდებულება მეორე ბანაკისადმი არა მარტო ესთეტიურად და ემოციურად გამაღიზიანებელი და შემაწუხებელია, არამედ არაკონსტრუქციულიც, არაეფექტური და არაცივილური. ღია, აგრესიული და გავეშებული კონფლიქტი, უაზრო და უშნაარსო ჭყიპინი, ბრალდებები, ჭორაობა, პროვიკაციები და ა.შ. აღიზიანებს და უქმინს დიდ დისკომფორტს.
ასეთი „შუაშისტების“ გაკიცხვა, გარიყვა, განსჯა,  დაცინვა, მარგინალიზაცია და მასხარად აგდება ორივე, ან რომელიმე ბანაკის მიერ არის (იქნება) სერიოზული ტაქტიკური შეცდომა, ვინაიდან ეს ხალხი არის ზუსტად ის ჯგუფი რომლის გადმობირებაზეც და მოხიბლვაზეც უნდა მუშაობდეს ორივე ბანაკი, რისი შანსიც თანაბრად არსებობს ორივე გუნდისათვის i.e. this is the target group of undecided. In my view, this should be the main goal of both parties if either of them knows how to do the politics.

ნაცების, ქოცების, „შუაშისტებისა“ და პატარა, უპერსპექტივო პარტიების მხარდამჭერების გარდა არსებობს კიდევ ერთ კატეგორია, რომლესაც შეიძლება დაერქვას „არავისტები“. ეს ის ხალხია, რომელთაც „შუაშისტებთან“ ბევრი საერთო აქვთ (2,3,4,5 da 6 პუნქტები ზემოთ), მაგრამ ფუნდამენტალური განსხვავება აქვთ 1-ელ პუნქტში: განსხვავებით „შუაშისტებისგან“ , „არავისტები“ არჩევანს არსებული პოლიტიკური სპექტრისა, ორ ძირითად ბანაკსა და არსებული პატარა პარტიების მიღმა ხედავენ - ისინი შუაში, გვერდზე, იქ, მარცხნივ, მარჯვნივ, ახლოს ან შორს  კი არ დგანან, არამედ მათ ადგილი და პოზიციისათვის ადგილიც კი არ არის დღევანდელ პოლიტიკურ არჩევანში.   ყველანი „არავისტების“ გარდა იღებენ და ემორჩილებიან ორი ძირითადი ბანაკის მიერ დაწესებულ თამაშის წესებს. ყველანი არიან ამ ორ ბანაკს შორის, მათი გავლენის ქვეშ, იმ სცენაზე და იმ ფართში რომელიც ამ ორმა ბანაკმა განსაზღვრა. შესაბამისად „შუაშისტების“ხედვა (ისევე როგორც ნაცების, ქოცების და პატარა პარტიების მხარდამჭერთა) შეზღუდულია და არის ნაწილი იმ მოცემულობისა, რომელიც ამ ორმა დიდმა ბანაკმა შექმნა. "არავისტები" დღეს ვერ ხედავენ სანდო, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ, თავისუფალ, პრინციპულ და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალას საქართველოში. შესაბამისად არ ემხრობიან არც ერთ ბანაკს. "შუაშისტები" ორივეს, თან არც ერთს არ უჭერენ მხარს.

მე ჩემს აზრს ქოცების უმეტესობაზე აღარ გამოვხატავ, ვინაიდან ყველამ კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება იმ „გენიოსი“ და „სუპერპროფესიონალი“ პოლიტიკოსებისა და პერსონებისადმი, რომლებიც ქოც-ბანაკში მოღვაწეობენ და მათ სახეებს წარმოადგენენ. არც იმაზე შევჩერდები, რომ კოალიცია ჭრელია, სადაც ერთმანეთთან ფუნდამეტალურად შეუსაბამო ფერებია აღრეული და აქედან გამომდინარე ვერ ვხედავ ამ პოლიტიკური ძალის ზრდისა და განვითარების პერსპექტივას - ეს იყო a Task Team, რომელიც შეიქმნა მხოლოდ კონკრეტული, მოკლე ვადიანი პროექტის (დავალების - არ არის აუცილებელი ეს იყოს რუსეთის დავალება) შესასრულებლად (ნაცებისა და მიშების მოქესტვა). ასეთი ტიპის და ასე შექმნილ გუნდებს აზრი მხოლოდ მაშინ აქვთ, როდესაც ის დაიშლება როგორც კი დავალება/პროექტი შესრულებულდება/დაიხურება.

რაც შეეხება ნაცებს: ჩემთვის ცხადია, რომ მათ და მიშამ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი (ზოგი ისტორიული) რეფორმა გააკეთეს, მაგრამ ამავე დროს პროცესში ბევრი დიდი (შეიძლება ფატალურიც) შეცდომა დაუშვეს და ბევრი დანაშაულიც ჩაიდინეს. გასაგებია, რომ ასეთ შეცდომებსა და დანაშაულს ნაცებში ერთეულები ჩადიოდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ხალხი ნაცებს ჰყავდად და დღესაც ჰყავთ.  ჩემთვის, ნაცების სანდომიანობაში ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ მათ ძალა და პრინციპულობა არ ეყოთ, რომ ასეთი ხალხი მოეშორებინათ... დღესაც კი ვერ ემიჯნებიან. სავარაუდოდ, ვერ იშორებენ იმიტომ, რომ ვინც მოსაშორებელია იმან სხვებზეც იცის და „გაიყოლ-ჩაიყოლიებს“ სხვებსაც. ეს კიდევ მით უარესი: „ზნაჩიტ“ ნაცების გუნდში იმაზე ბევრია დანაშაულში გახვეული ვიდრე გვგონია. აი, ეს არის იმიჯი და ლოგიკა ბევრი ხალხისა, რასაც მეც ვიზიარებ სანამ ნაცები სერიოზულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თუ არ იშორებთ და იცავთ, ესეიგი თქვენც გასვრილები ხართ. თუ არ ხართ მოიშორეთ, ისევე რადიკალურად როგორც რეფორმებს აკეთებდით 9 წლის განმავლობაში, და სხვა თანაგუნდელებს ღიად იშორებდით, როდესაც ისინი ყღლეობებს აკეთებდნენ (მაგ. ოქრუაშვილი). ანუ, შეგიძლიათ როდესაც გინდათ.
საქმე იმაში არ არის ქოცები და პროკურატურა გამოიძიებენ თუ არა და გასამართლედებიან ის რამოდენიმე დამნაშავე ნაცი თუ არა. არაკომპეტენტურობის და არაპროფესიონალიზმიდან გამომდინარე ეს პროკურატურა და ეს სასამართლო „ფაქტზე“ დაკავებულ დამნაშავეზე ვერ წარადგენს და აწარმოებს საქმეს წესიერად. საქმე იმაშია, რომ ნაცებმა, ქოცებმა, „შუაშისტებმა“, „არავისტებმა“ და ზოგადად ყველამ იციან, რომ რამოდენიმე ბინძური ტიპი ნაცებში არსებობს. ხალხს კი ერთადერთი ახსნა იმისა, რომ ნაცები არ ემიჯნებიან ამ რამოდენიმე ტიპის არის ის, რომ ნაცებში უმეტესობა გასვრილია და ამ რამოდენიმე ტიპის მოკვეთის ეშნიათ, რომ სხვებიც არ ჩაძირონ. ასე რომ, ქოცებისგან განსხვავებით, მე მგონია, რომ ნაცებს მომავალი და პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეთ, თუ კეთილსინდისიერად და პრინციპულად მოიქცევიან... თუ არა და, შანსი არა აქვთ - ამით უფრო მეტ შანს აძლევენ ქოცებს, კარგავენ "შუაშისტებსა" და ვერ არწმუნებენ "არავისტებს".

No comments:

Post a Comment