Pages

Thursday 29 May 2014

ქართველი ჟურნალისტები

ქართველი ჟურნალისტები

21 February 2014 at 08:54
რით განსხვავდება ის ქართველი ჟურნალისტი რუსული საინფორმაციო შაშუალებებისაგან, რომელიც მაიდანის ამბებს „ჭიაკოკონობას“ უწოდებს? და თან ასეთ „ჟურნალისტს“ ტელეარხი სამსახურიდან არ აგდება.. არც ბოდიშს უხდის უკრაინელებს.

სანამ საქართველოში არ გაჩნდებიან განათლებული და პროფესიონალი, მოაზროვნე და წესიერი ჟურნალისტები, რომლებიც საერთო საკაცობრიო ღირებულებებს იზიარებენ და არიან მათი ერთგულნი, ისეთ ჟურნალისტები რომლებიც ლოკალურად კი არ ხედავენ და აზროვნებენ, არამედ აქვთ უნარ-ჩვევები, რომ დიდი გლობალური სურათი  დაინახონ და საქართველოში მიმდინარე პროცესები ამ კუთხით გაანალიზონ, მანამდე ქვეყანას შანსი არა აქვს. ქართველი ჟურანლისტებისა და ტელეარხების ყურება თვითგვემაა ჩემთვის. მთავრობასა და პარლამენტზე უფრო ქართველი ჟურნალისტები არ მომწონს.

დღეს საქართველოში ჟურნალისტების 99% „ტაკი მასხარაა“, ვიწრო ორთოდოქსული აზროვცნების, ტლიკინა, ჭყიპინა, გაუნათლებელი და თავის თავზე შეყვარებული, თავისი ვითომ-პოპულარობით აღრფთოვანებული ტიპები არიან. ჯერ ხომ თემებს ვერ ამზადებენ და რეფერენსები არ ახსოვთ, უხვად იყენებენ ჭორებს, რომლებიც ბიძაშვილის-მეზობლის-ძმაკაცის-ნათლიის წყაროზეა აგებული... (იმან პირადად უთხრა და თან წყაროს ხომ ვერ გაამხელს!).
შეკითხვების ფორმულირება არ იციან, „ნე ვ პოპად“ კითხვებს სვავენ, ზოგად შეკითხვებზე აგებენ გადაცემებს სადაც რესპოდენტს აძლევენ საშუალებას ისაუბროს სარეცხი ფხვნილიდან დაწყებული გლობალურ დათბობამდე ყველა საკითხზე. არ იციან რა არის დისკუსიის მოდერაცია ან როგორ უნდა გაკეთდეს ეს. აი მაგალითად, გადაცემა არის უკრაინაზე, ან რეპორტაჟი და ასეთი შეკითხვა ბოლო დღეებში ძალიან ხშირია: „რას ფიქრობთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე?“ :))))))))))))) გასაგებია, რომ ეს warm up შეკითხვაა (ამიტომ პირველ შეკითხვაზე პასუხი უნდა იყოს მოკლე და თუ პასუხი გაგრძლედა ჟურნალისტმა ეს უნდა მოთოკოს - მოდერაცია), მაგრამ მერე ამას მოსდევს ასეთი შეკითხვა: „ოლიმპიადის მერე სავარაუდო არის თუ არა, რომ რუსეთმა იგივენაირი ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე?“. ეს დედამოტყნული, ჯერ უკრაინაში მიმდინარე პროცესები არ ამოგიწურია და არ განგიხილია (გადაცემა უკრაინაზეა!) უკვე გადახტი ოლიმპიადასა და საქართველოს მომავალზე - გადაცემა ხომ ეხლანდელ დროზე და უკრაინაზეა!
რამდენად კარგად იცის, მაგალითად, საქართველოს პუბლიკამ თუ რომელ ძალებს შორის არის დაპირისპირება უკრაინაში, პოლიტიკური, ეთნიკური, რეგიონალური  აფილიაციის მიხედვით? რამდენად დეტალურად და კონკრეტულად ხსნიან ქართველი ჟურნალისტები იმ მოსალოდნელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების შედეგებს რაც შეიძლება მოჰყვეს ა) უკრაინის მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელოწერას; ბ) უკრაინის საბაჟო კავშირში შესვლას; გ) უკრაინის გაყოფას (რომელ რეგიონებად და რატომ?) ; დ) კრიზისის ასეთ სახით გაგრძელებას რამოდენიმე წელი....? მაყურებელმა იცის თ ვინ არიან მთავარი მოქმედი პირები ორივე, სამივე ან ოთხივე მხარეს? ვინ ზის მოლაპარაკების მაგიდაზე და ვინ იღებს რა გადაწყვეტილებებს?   

No comments:

Post a Comment