Pages

Thursday 29 May 2014

ოლიმპიადაზე

ოლიმპიადაზე

7 February 2014 at 14:38
ოლიმპიადაზე

ემოციურად ცოტა მწყინს, არ მომწონს, ვბრაზდები კიდეც, მგონია, რომ სახელმწიფოს და ერის ღირსება ილახება... ზოგადად იქ საქართველოსა და ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა არასასიამოვნო, შემაწუხებელ გრძნობებს მიჩენს. შევეცადე ეს გრძნობები დამეშალა პატარა ნაწილაკებად და რაციონალურად გამეანალიზებია ჩემი პირადი, მხოლოდ ჩემი ემოციური განწყობა და ლოღიკა.

მოკლედ, ამ ზემოთ თქმულის, ყველაფერი ამის და მიუხედავად, უნდა ვაღიარო, რომ მაქვს სხვა მოსაზრება და ემოციებიც, როდესაც ლოგიკურად ვანაწილაკებ ამ საკითხს.

წასვლა არ წასვლა ეს ინდივიდუალური სპორცმენის გადასაწყვეტი იყო და შესაბამისად ოლიმპიადაზე დასწრება-არდასწრებასთან დაკავშირებული ღირსება ან უღირსობის საკითხები უფრო ეხება არა მთავრობას, არამედ სპორტსმენს, თუ ასეთ პასუხისმგებლობის საკითხი საერთოდ უნდა დადგეს (მე მგონია, რომ არ უნდა დადგეს, ვინაიდან მოსახლეობის უმრავლესობა, ანუ გადამხდელები, მხარს უჭერს მონაწილეობას). საბოლოო ჯამში ეს სპორტსმენების გადასაწყვეტი იყო. ანუ, სპორტსმენები თუ იტყოდნენ უარს პირადი მოსაზრებების გამო, იქ სასრიალოდ ჯაჭვლიანი და საღანელიძე ვერ წავიდოდნენ და ვერც ღარიბაშვილ-ბესელიასგან გამოვიდოდა მოციგურავეთა დუეტი.

პიროვნული თავისუფლება, ლტოლვა თვითრეალიზაციისათვის და ბედნიერებისათვის, ჩემის აზრით, უფრო მაღლა დგას და უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე „ენა, მამული, სარწმუნოება“ ან თუნდაც იმ სახელმწიფოს და ერის დამოუკიდებლობა, ღირსება და თავისუფლებაც სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. მე ვაღიარებ, რომ ეს ძალიან მნიშნელოვანი ღირებულებებია და ეს ჩემი ღირებულებებიც არის, მაგრამ, ჩემთვის ღირებულებების იერარქიაში პატრიოტიზმი არ დგას პირად ბედნიერებაზე, თვითგანვითერებისა და თვითრეალიზაციაზე მაღლა და ამიტომ თუ დგება არჩევანი ამ ორს შორის მე ვაკეთებ არჩევანს ბუნებრივად - პრიორიტეტების მიხედვით. სახელმწიფოს, ერსა და პიროვნებას შორის პიროვნება უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. თუმცა, იმედია და ძალიან სასურველია, რომ ასეთი არჩევანი არავის არ დაუდგება არასოდეს, მაგრამ რეალობა სხვანაირია და ასეთი სიტუაციებში ვარდება ბევრი ხალხი და საკმაოდ ხშირადაც. თუ თქვენთვითონ არასოდეს არ ყოფილხართ ასეთ რთულ სიტუაციაში და არ დამდგარხართ ასეთ არჩევნის წინ, მაშინ თქვენ მორალური უფლება არა გაქვთ განსაჯოთ ეს სპორტსმენები - თქვენ როგორ მოიქცეოდით? ადვილი სათქმელია, არა, როდესაც ასეთი დილემის წინ ჯერ თქვენ არასოდეს არ დამდგარხართ?!

ამის განსჯის უფლება აქვთ მხოლოდ იმ ხალხს, ვინც დამდგარა ასეთი არჩევნის წინაშე და აირჩია პატრიოტიზმი, თავისი პიროვნული ბედნიერების, ღირსების, თავისუფლების და თვითრეალიზაციის ხარჯზე. მე ასეთი ხალხის წინაშეც ვიხრი ქედს, ვცემ პატივს - ესენი არიან ის ხალხი რომელთაც შეგვიძლია ვუწოდოთ „გმირები“, ამ სიტყვის კონვენციური და ტრადიციული გაგებითა და მნიშვნელობით. ანუ, საზოგადოებისათვის და ხალხისათვის ის სწირავს თავს... ეს ძალიან ქრისტიანულ-მოწამეობრივია, ცოტა სოციალისტურიც და აგრეთვე პათეთიკურიც, ჩემი აზრით: მსხვერპლშეწირვა და თვითგვემა მოძელებული ღირებულებები მგონია, ისევცე როგორც პატრიოტიზმი, მაგრამ ისევ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ასეთი ხალხისადმი.   

გამოდის, რომ საზოგადოების ნაწილი სპორტსმენებს ეუბნება რატომ არა ხართ გმირებიო და ამისათვის მთავრობა არის დამნაშავე და პასუხისმგებელიო. გმირობა დაძალებით?


მე ამ მოკლე წერილით მინდოდა დამენახებია ოლიმპიადის საკითხი კიდევ ერთი კუთხიდან და თვალსაწიერიდან. მინდოდა წინ წამომეწია პიროვნული და ადამიანური ასპექტი, გამემახვილებია ყურადღება არა სახელმწიფოზე არამედ იმ ადამიანებზე, რომლებიც იქ მიდიან.

დაბოლოს, იმასაც ვაღიარებ, რომ ჩემი ემოციური განწყობა ამ საკითხისადმი და  რაციონალური დასკვნები ერთმანეთთან კონფლიქტში არიან, თან ისეთ დაპირისპირებაში, რომ დავიღალე და გადავწყვიტე დავიკიდო ოლიმპიადა :)

No comments:

Post a Comment