Pages

Thursday 29 May 2014

უკრაინა ხვალ, ზეგ და მაზეგ

უკრაინა ხვალ, ზეგ და მაზეგ

25 February 2014 at 10:08
ღიად რუსეთი ჯარებს უკრაინაში ვერ შეიყვანს და ფართემაშტაბიან სამხედრო მოქმედებებს ვერ დაიწყებს, ამას თუნდაც ეს მემორანდუმი შეაჩერებს. 


მაგრამ, მას შეუძლია
-        სპეცრაზმების ქვედანაყოფების გადაგზავნა ყირიმისა და ხარკოვში;
-        ეს სპეცრაზმები განლაგდებიან და დაიცავენ საზღვრებს, სტრატეგიულ და სამთავრობო ობიექტებს;
-        ამას გარდა, რუსეთს აქვს ლეგიტიმური უფლება გააძლიეროს სევასტოპოლის ბაზის დაცვა;
-        ყირიმსა და ხარკოვში შეიქმნება დე ფაქტო ხელისუფლება და ადმინისტრაცია, რომელიც კიევს არ დაემორჩილება;
-        რუსეთი გააძლიერებს და დააჩქარებს რუსული პასპორტების გაცემას აღმოსავლეთში;
-        რუსეთის პროვოცირებით და მხარდაჭერით მოხდება უკრაინელი მემარჯვენე რადიკალების გააქტიურება უკრაინის დასავლეთში, რათა ამით undermine legitimacy and credibility of the new administration;
-        არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა მოაწყოს პროვოკაციები, ძალადობა, ტერორისტული აქტები და საბოტაჟი უკრაინელი რადიუკალების სახელით ხარკოვსა და ყირიმში;
-        დაიწყება ყირიმისა და ხარკოვის უკრაინიდან გამოყოფის და დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცედურები, მათ შორის მოითხოვენ რეფერენდუმის ჩატარებას;

(ზუსტად იგივე რაც მოხდა ცხინვალსა და აფხაზეთში 1991 წლიდან - რუსეთს ამის ბლუპრინთი აქვს და ამ გეგმის წარმატებით შესრულების გამოცდილებაც)

ასეთი სიტუაცია, გაყოფილი უკრაინა გასტანს კიდევ რამოდენიმე (ბევრი) წელი, შესაბამისად თუ დადგა უკრაინის ევრო-კავშირში (და/ან ნატოში) მიღების საკითხი იგი იქნება ზუსტრად იგივე მდგომარეობაში როგორშიც არის დღეს საქართველო: ანუ, დასავლეთმა უნდა მოიგონოს რამე მოდელი/მეთოდი, რომ შეიერთოს ტერიტორია დაკარგული სახელმწიფოები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევრო-კავშირს ექნება პირდაპირი კონფლიქტი რუსეთთან, რადგან მას ექნება მასთან სადაო ტერიტორიები, რომლებშიც რუსეთის ჯარები იდგება. შესაბამისად, უკრაინისა და საქართველოს სრული წევრობა გადაიდება მანამდე სანამ ევრო-კავშირი რუსეთთან არ მოილაპარაკებს, ან მანამდე სანამ რუსეთი არ დაიშლება, ან მანამდე სანამ ის ეკონომიკურად ისე არ გაჩაჩანაკდება, რომ პუტინს ოქროს უნიტაზების გაყიდვა მოუწევს. მანამდე კი დასავლეთი უკრაინსა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში „დაიცავს“, რაც ბევრ უფლებას მათ არ აძლევს ვინაიდან ეს ხელშეკრულება ძრითადად ეხება ეკონომიკასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.
დაბოლოს, რუსეთს საფუძველშივე არ აწყობს, რომ საქართველომ აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ისევე როგორც უკრაინამ ყირიმი. ვინაიდან აღიარების შემთხვევაში კონფლიქტი მორჩება/ამოიწურება და ის დაკარგავს leverage-ს საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ პროცესებზე. რუსეთს ზუსტად ის უნდა, რომ აფხაზეთი, ცხინვალი და ყირიმი დარჩეს კონფლიქტის ზონებად რაც მას აძლევს უნიკალურ შანს გავლენა იქონიოს  პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და უშიშროების საკითხებზე უკრაინასა და საქართველოში. რა საკვირველია, საქართველოსა და უკრაინასაც არ აწყობთ, რომ მათ აღიარონ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის დამოუკიდებლობა, თუმცა ორივენი ხვდებიან, რომ აღიარებამდე ან კონფლიქტის მათ სასარგებლოდ მოგვარებამდე ამ ტერიტორიებით და კონფლიქტებით რუსეთს ექნება დიდი როლი მათი სახელმწიფოების პოლიტიკაში.  რუსეთი მხარს უჭერს სეპარატიზმს და არა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ თვითონაც კარგად იცის ამ ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შანსი მსოფლიო საზოგადოების მიერ ნულის ტოლია. იმიტომაც იძახიან აღიარეთ აღიარეთო , ვინაიდან იცის რომ არ აღიარებ.
იმედია ევროპამ ეხლა უკვე ისწავლა ჭკუა და აქტიურად ჩაებმება გეოპლოიტიკურ თამაშში - მათ სხვა გზა არა აქვთ რადგან უკრაინის სახით მათ უსაფრთხოების საკითხი დაუდგათ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში.


http://www.haaretz.com/news/world/.premium-1.576212

http://uainfo.org/yandex/284572-vmeshatelstvo-v-ukraine-nachalo-razvala-rf-kavkazu-prigotovitsya-na-vyhod.html

http://echo.msk.ru/blog/aillar/1274104-echo/?fb_action_ids=664076693651698&fb_action_types=og.recommends&fb_source=other_multiline&action_object_map=%5B591414330946604%5D&action_type_map=%5B%22og.recommends%22%5D&action_ref_map=%5B%5D

No comments:

Post a Comment