Pages

Thursday 29 May 2014

რწმენის „ბლუფრინთები“

რწმენის „ბლუფრინთები“

27 February 2014 at 14:05
რწმენა, ჩემი აზრით, სიცოცხლისა და სამყაროს აღქმა და შეფასებაა პიროვნების მიერ, და ამ პრიოვნების დამოკიდებულება და ურთიერთბა სამყაროსთან, სიკვდილთან და სიცოცხლესთან - ანუ, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, რა არის ღირებული და რა არა, რა უფრო ღირებულია, რა ნაკლებად და ა.შ. შესაბამისად, რწმენა ყალიბდება ცხოვრებისეული  გამოცდილებისა და მიღებული ინფორმაციის, ცნობიერი თუ არაცნობიერი, ანალიზისა და დასკვნების საფუძველზე. ვინაიდან ცხოვრებისეული გამოცდილება და მიღებული ინფორმაცია სიკვდილამდე გრძელდება და ამავე დროს ძალიან ინდივიდუალურია, შესაბამისად რწმენაც (მისი შინაარსი და ფორმებიც) მხოლოდ ინდივიდუალური შეიძლება იყოს.  აგრეთვე, თუ ზემოთ მოყვანილ ლოგიკას გავიზიარებთ, რწმენის განვითარება ცხოვრების ბოლომდე მიმდინარეობს: ამ პროცესში ის ან მყარდება და მდიდრდება, ან ხდება მისი რევიზია, ან სულაც შეცვლა... იშვიათ შემთხვევებში სულაც მისი უარყოფა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ზემოთ აღწერილი პროცესი იოლი არ არის, ის მოითხოვს ადამიანის ემოციურ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ „შემოწირულობებს“, მუშაობას, ფიქრს, ძებნას, იმედგაცრუებას, გახარებას და ა.შ.  ზუსტად ეს არის ცხოვრება და მისი ინტრიგა, სხვა არაფერი.

რელიგია და კლერიციზმი კი, როგორც მე მას ვუყურებ, არის „ბლუფრინთი“ მილიარდობით რწმენების ერთ-ერთი მოდელისა. მის ქვეშ ერთიანდებიან ის ხალხი ვისაც, სხვადასხვა საპატიო თუ  არასაპატიო მიზეზების გამო, ან არ სურთ, ან არ შესწევთ უნარი გაიარონ და ისიამოვნონ იმ პროცესით, რომელიც მე ზემოთ ავღწერე - იპოვონ და გაარკვიონ თავიანთ ინდივიდუალური რწმენა და ადგილი ამ სამყაროში. მათ ამ პროცესის ეშინიათ, ვინაიდან თავიანთ თავს არ ენდობიან და ამიტომაც მიმართავენ „ბლუფრინთს“, მზა მოდელს, რომელიც მათ მაგივრად მოიგონა/განავითარა ვიღაც ხსვამ, იმან ვისაც თვითონაც კი არ იცნობენ და არც კი იციან ვინ არის.  ისინი სხვის მიერ სხვის ცხოვრებაზე გაკეთებულ ანალიზსა და დასკვნებს ენდობიან და იღებენ. მე მგონია, რომ ეს ultimate სიზარნმაცის, სუბორდინაციისა და არასრულფასოვნების დემონსტრირებაა, რაც თავისუფლების ანტონიმია - ანუ, რელიგია და კლერიციზმი თავისუფლებას არა მარტო ზღუდავს, ის საფუძველშივე მას ეწინააღმდეგება. საინტერესო ის არის, რომ რელიგიური ლიტერატურა საწინააღმდეგოს ქადაგებს და ამბობს, მაგრამ რწმენის „ინსტიტუტიონალიზირებამ“ წარმოშვა რელიგია და რელიგიამ კი კლერიციზმი, რომელმაც „მრევლი“ (კომუნა) პიროვნებაზე წინ დააყენა პრაქტიკული და პოლიტიკური მოსაზრებებისა და სარგებელის გამო. ეს არის კომუნალური უსაფრთხოებისა და თავდაჯერებულობის მოდელი, სადაც კომუნა უფრო მნიშვნელოვანი, სანდო და ბრძენია ვიდრე პიროვნება  - საზოგადოება არსებობს იმისათვის, რომ პიროვნება იყოს დაცული და ბედნიერი, თუ პირიქით? ეს ცალკე დავის საკითხია.

სახლს რომ აშენებდე რომელი გირჩევნია, რომ დიზაინი შენთვითონ, შენი გემოვნებით გააკეთო, თუ  სხვის მიერ სხვისთვის გამზადებული მოდელი გამოიყენო? პირველი უფრო ძვირია, ძნელია და შრომატევადი. მეორე იაფი, იოლი და არ მოითხოვს ზედმეტ წვალებას.  



https://www.facebook.com/144509882399925/photos/a.166340483550198.1073741842.144509882399925/231549487029297/?type=1

No comments:

Post a Comment