Pages

Thursday 29 May 2014

ისევ მიშა?!

ისევ მიშა?!

16 February 2014 at 14:01
მე მგონია, რომ აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის ცხოვრების, მოღვაწეობისა და საქმიანობის თვალ-ყურის მიდევნება, საჯაროდ გაშუქება და განხილვა; ზოგადად დღესაც საზოგადოებისა და მედიის ნაწილის მიერ მისდამი ინტერესი ზუსტად იმ „ოკულტიზმის“ ნიშანია, რომლის მორჩენა, სამწუხაროდ, საქართველოს საზოგადოებამ 21-ე საუკუნეშიც კი ვერ შესძლო (ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო).

წარსულისაკენ ლტოლვა, წარსულისადმი რომანტიკა, აწმყოს გმობა და „კარგი ძველი დროის“ განდიდება; სურვილი, რომ წარსული ან მისი რომელიღაც მონაკვეთი ისევ დაბრუნდეს არაფერი ახალი არ არის საქართველოსათვის - საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები „მეინსტრიმი საზოგადოება“ ყოველთვის წარსულით ცხოვრობდა, მისტიროდა მას, ყოველთვის წუწუნებდა აწმყოზე და ოცნებობდა მომავალზე (მისი დაგეგმვისა და მერე ამ გეგმის შესრულების ნაცვლად). ეს იყო ყოველთვის განწყობა, ტონი, მანერა... რამაც ჩამოაყალიბა ქართული ტრადიციები, რომლებიც განადიდებენ წარსულს და არა მომავალს ან აწმყოს. მე მგონი, თვითონ ნაცები და „მიშისტები“ გაებნენ ამ მახეში, როდესაც ყველას ეგონა, რომ აი ზუსტად ამას ებრძონენ ნაცები. მალშ, მალიშ.

ასე „მიშას“ გაფეტიშება სულ ცოტა სასაცილიოა.... ზოგადად ნებისმიერი რამის ან ვინმეს გაფეტიშბა ..ობად მიმაჩნია, მაგრამ  „მიშასი“?! არ ღირს. იმიტომ, რომ „მიშა“ ეგეთი „გრანდიც“ არ არის, არც აკადემიურად, არც პოლიტიკურად, არც როგორც პიროვნება რომ იმსახურებდეს ასეთ ყურადღებას. მოკლედ, საშუალო დონის კარგი მოაზროვნეა, რომელიც ჟღრს პროგრსულად, მაგრამ ხანდახან არ თაკილობს შუასაუკუნეების ან საბჭოური მეთოდების გამოყენებას; რომელმაც თავისივე საჯაროდ განცხადებული პრინციპები და მორალი დაარღვია (რაზეც ლაითად ბოდიშიც მოიხადა). დიახ, უხელმძღვანელა ბევრ ძალიან მნიშნელოვან რეფორმას და (იმედია) საბოლოოდ შეცვალა რამოდენიმე მანკიერი ჩვევა და პრაქტიკა. ამავე დროს მისი მმართველობისა და მთავრობის დროს ჩადენილი იქნა დანაშაულები, ზოგი ძალიან სერიოზულიც... რაზეც მან თვალი დახუჭა, სულ ცოტა.

მე მგონია, რომ მიშამ რომ დაიმსახუროს ისევ საზოგადოების ყურადღება მას კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, ბევრი სამუშაო, რომ ხალხი ისევ მას ენდოს ან თუნდაც დაუჯეროს. დღეს ის არის ნახევრად-წარმატებული, ნახევრად-შეზიზღებული ყოფილი პრეზიდენტი, კერძო პირი არც თუ ისეთი შთამბეჭდავი აკადემიური ან დიდი პოლიტიკური გამოცდილებით... ყოფილი ახალბედა, ახალგაზრდა, ჯერ-ჩამოუყალიბებელი და დაუღვინებელი პოლიტიკოსი გლობალურ პოლიტიკურ სცენაზე - მას დაღვინება და დრო, ბევრი მუშაობა დასჭირდება, რომ მან ამ მაღალ „კლუბში“ ჯერ ადგილი დაიმკვიდროს და მერე გაიზარდოს. დაველოდოთ დიდი ემოციებისა და გადაჭარბებული აღტკინების გარეშე თუ რას და რმდენს მოახერხებს იგი, მანამდე კი დაიკიდეთ, დაივიწყეთ მიშა - მას დღეს არავინ არაფერს არ ეკითხება he is an irrelevant politician and a person at the moment. We shall examine him when, and if at all, he becomes relevant again. Until then, who’s Misha? Who the f… is Misha? Get over it he is in the past.

No comments:

Post a Comment