Pages

Thursday 29 May 2014

მინდა, რომ სიკვდილამდე ერთხელ მაინც ვიყო აბსოლუტურად ლეგალური და მისაღები სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის.

14 April 2014 at 10:45

ბევრს უკვირს ალბათ, ან ზოგისთვის მიუღებელიც არის, რომ ზოგიერთები, მათ შორიც მეც, ღიად  „ვლობირებთ“ მარიხუანის ლეგალიზაციას - ეს ხომ ტაბუა, „წესიერი“ საზოგადოებისათვის მიუღებელი „სიბინძურე და გარყვნილება“. მე აქ არ ვაპირებ გავშალო ეს თემა და ავხსნა თუ რატომ სცდება საზოგადოების უდიდესი ნაწილი და რატომ არის ასეთ განწყობა, უბრალოდ არაინფორმირებულობის შედეგი. მე რამოდენიმე წინადადებით შევეცდები ავხსნა მე რატომ ვაკეთებ ამას:

-        მე დიდი ხანია რეკრეატიულად მოვიხმარ მარიხუანას და ამას სულ ვცდილობდი, რომ დამემალა ვინაიდან კანონმდებლობის მიხედვით მე ჩავდიოდი დანაშაულს და ეს საზოგადოების დიდი ნაწილისათვის (მეინსტრიმი)მიუღებელია. ანუ, მე კანონისათვის და საზოგადოებისათვის არასასურველი და მიუღებელი მოქალაქე ვარ, მარგინალიზირებული. მე კი მგონია, და ამაში დარწმუნებული ვარ (სამეცნიერო ნაშრომებზე დაყრდნობით), რომ ამ ჩემი გასართობით საზოგადოებას მე ზიანს არ ვაყენებ - არანაირს! მეტიც, არც ჩემს თავს არ ვაყენებ ზიანს, ყოველ შემთხვევაში ბევრად ნაკლებს ვიდრე ნიკოტინის, ალკოგოლისა და კოფეინის მოხმარებისას (ესეც უკვე დიდი ხანია დადასტურებულია მეცნიერულად).

-        არ მინდა ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი, რომელიც ჩემი ინდივიდუალიზმის და პიროვნების ნაწილია მთელი ცხოვრება ვმალო. მინდა საზოგადოებამ და სახელმწიფომ მიმიღს და მაღიაროს ისეთ როგორიც ვარ, მითუმეტეს თუ არავის ზიანს არ ვაყენებ. 40 წელის ვიცხოვრე და სულ რაღაც 30 წელი დამრჩა - მთელი ცხოვრება ხომ არ დავიმალები, სულ შიშში ხომ არ ვიცხოვრებ?! მე მინდა ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო და ამიტომაც აღარ დავმალავ და თუ ამისათვის საზოგადოება გამრიყავს, ჩამქოლავს და თუ სახელმწიფო ციხეში ჩამსვავს, დაე ასე იყოს - მე ჩემი ინდივიდუალიზმის შენარჩუნება, იმის რისიც მჯერა მიღირს იმდენად, რომ ამისათვის ციხეშიც ჩავჯდები.

-        მინდა რომ სანამ მოვკვდები ერთხელ მაინც ვიყო აბსოლუტურად „ლეგალური“  - იქედან გამომდინარე რომ მე მარიჯუანას მოვიხმარ, ტექნიკურად მე დამნაშავე ვარ.

No comments:

Post a Comment