Pages

Thursday 29 May 2014

2016

2016

28 February 2014 at 12:11
ეს წელი მსოფლიო პოლიტიკაში იქნება საინტერესო და მოვლენებით გადატვირთული. ზოგადად, შემდეგი ორი-სამი წელი იქნება ბევრი რამის გადამწყვეტი არა მარტო საქართველოსათვის.
2016-ში საქართველოში არჩევნების დროს გეოპოლიტიკური სიტუაცია ჩვენს რეგიონში და შეიძება მსოფლიოშიც იყოს ძალიან განსხვავებული ვიდრე ეხლა არის იმიტომ რომ იმ დროისათვის:
-        უკრაინის საკითხი იქნება უკვე გადაწყვეტილი, ან ასე ან ისე: 1) დე იურე ერთ ქვეყანა, დე ფაქტო ორი ქვეყანა; 2) ერთ ქვეყანა ევროპის გეზით; 3) ფორმალურად ორი ქეყანა, ერთ ევროპისაკენ, მეორე კი რუსეთსაკენ;
-        ამერიკას ეყოლება ახალი პრეზიდენტი (სავარაუდოთ, რესპუბლიკელი აგრესიული პოლიტიკით რუსეთსადმი)
-        ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში შეიცვლება ლიდერშიფი, რომელიც სავარაუდოთ დაიჭერს უფრო მკაცრ პოზიციას რუსეთისადმი (მაგ. რუსეთს ხელშეკრულებები გაზზე, ნავთობზე და ატომურ სადგურებზე ბულგარეთთან, რუმინეთთან, ჩეხეთთან  და უნგრეთთან შეიძლება გადაიხედოს... მოხდება ენერგო წყაროების დივერსიფიცირება ძირითადად ამერიკიდან და კანადიდან იმპორტირებული გაზით, დაჩქარდება უკრაინა, მოლდოვისა და საქართველოს წევრობის პროცესები და ა.შ.).  
-        ევროპისა და ამერიკის ეკონომიკურ-ფინანსური სიტუაცია გაუმჯობესდება (უკვე დაიწყო გაუმჯობესება)
-        რუსეთში პუტინის ისევ „აირჩევენ“  (პროცსმა შეიძება მშვიდობიანად არ ჩაიაროს)
-        სავარაუდოთ რუსეთის ეკონომიკა იქნება კრიზისში
-        ავღანეთდან რუსეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის გაჩნებდა ფუნდამენტალიზმისა და რადიკალური ჯგუფების დიდი პრობლემა
-        ახლო აღმოსავლეთში (მაგ. ლიბანში, სირიაში, ირანში, ეგვიპტეში...) იქნება გაჭიანურებული კონფლიქტები და თითქმის ყველგან შეიცვლება ლიდერშფი პრო დასავლური ორიენტაციით. მათ შორის რუსეთ-ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები ამ რეგიონში აღმოჩნდებიან ძალიან მძიმე სიტუაციაში
-        თურქეთში იქნება უკვე სხვა ლიდერშიფი და ის შეიძლება აღმოჩნდეს ჩაბმული (ჯარით და სამხედრო ოპერაციებით) კონფლიქტებში ერაყში, სირიასა და ირანში... შეიძლება ლიბანშიც. ანუ, თურქეთი და ნატო ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო ღიად დაუპირისპირდებიან რუსეთსა და ირანს პროქსი ომებით.
სამხრეთით დიდ ორმოტრიალი და კონფლიქტები იქნება, რომელთა საფრთხე არ დაემუქრება საქართველოს ვინაიდან თურქეთი მშვენივრად მიხედავს იმ რეგიონს. ანუ, ვიმეგობროთ თრქეთთან. სამხრეთიდან ახლო მომავალში საფრთხე არ ემუქრება საქართველოს, თუ რუსეთმა სომხეთის ბაზები არ გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა ამ შემთხვევაში თურქეთი შევა სასომხეთში და არ დაუშვებს, რომ ნავთობსადენ მილს სომხეთიდან გაუჩნდეს საფრთხე. აგრეთვე, სომხეთის მიმართულებიდან სიტუაციის გამძაფრება ავტომატურად ნიშნავს ყარაბახის გაღვიძებას სადაც სომხებს და რუსებს შანსი არა აქვთ, იქედან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანს უკვე სერიოზული არმია და შეიარაღება აქვს, თან მას თრქეთ ყველანაირად დაეხმარება... ანუ, სომხეთიდან საფრთხე არარეალურია.
დასავლეთით ზღვა და ევროპაა - ანუ, დასავლეთიდან საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ საციცოცხლოდ იქნება მნიშვნელოვანი, რომ დასავლეთსკენ ევროპასთან განვითარდეს ფიზიკური საკომუნიკაციო ინფგრასტრუქტურა, რომ საქართველო ფიზიკურადაც მიებას ევროპას მაგ. საზღვაო პირდაპირი ტრანსპორტი (ხშირი, ყოველდღიური), გზა-მაგიუსტრალი, სატელეკომუნიკაციო ქსელების ევროპის სერვერებზე გადალაგება, საჰაერო კავშირი...
აღმოსავლეთიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრება საქართველოს. პირიქით, აღმოსავლეთი არის საქართველოს ეკონომიკური opportunity , ჯილა, ანუ საიდანაც საქართველომ უნდა იშოვოს ფული (აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ყაზახეთი...) -  თავიდან დიდი ხარჯი იქნება გასაწევი მაგრამ მერე.... მილების ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ქსელები, საჰაერო კორიდორები, საგზაო მაგისტრალური ინფრასტრუქტურა  და საზღვაო პორტები. ეს თუ საქართველოს უმაღლეს დონეზე არ ექნა გაკეთებული, მაშინ საქართველოს economic viability კითხვის ქვეშ დადგება.
ჩრდილოეთით მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში ჩავარდნილი რუსეთი, უკლმაყოფილო ხალხი/ამომრჩევლები, დაკარგული მთლიანი ან ნაწილი უკრაინისა, უკმაყოფილება რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთში, ცხინვალში და რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ნაწილში (ძირითადად ეკონოკისა და ცხოვრების დონის და კორუფციის გამო), ხარჯები და უკან დახევა ახლო აღმოსავლეთში.... ანუ, გამწარებული, გააფთრებული, დაბენული რუსეთი. ჩრდილოეთი არის და იქნება ერთადერთი საფრთხე საქართველოსათვის.

ბოკერიამ სთქვა, ჩვენ იმაში შევცდით, რომ პრიორიტეტი სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების მშენებლობა-ჩამოყალიბებას მივანიჭეთო და ნაკლები ყურადღება დავუთმეთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარებასო (სრული სიმართლეა და ზუსტად ეს იყო მთავარი შეცდომა). ახალი მთავრობა კი მე მგონი პირიქით აკეთებს (ავად თუ კარგად, მტკივნეულად თუ არაპროფესიონალურად სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ნიშნები, მცდელობები და სურვილი არის დღევანდელ საქართველოში). 

No comments:

Post a Comment