Pages

Monday 14 October 2013

ისევ რუსეთზე

ისევ რუსეთზე

30 August 2013 at 10:14
  • 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის 100%-იანი ბრალეულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საჯაროდ და მსოფლიო არენაზე. თუ 2008-2012 წლებში მსოფლიოსთვის და საქართველოს მთავრობისთვის რუსეთი 100% დამნაშავე იყო, დღეს რუსეთის ბრალეულობა, ისევ საქართველოს მთავრობისათვის, მოსახლეობისათვის და შესაბამისად მსოფლიო თანამეგობრობისათვის, სულ ცოტა 80%-ეა დასული, სადაც 20% საქართველომაც დააშავა. თან, ამ ბრალეულობის პროპორცია ნელნელა, თუმცა სტაბილურად რუსეთს სასარგებლოდ აგრძელებს ცვლას, ძირითადად საქართველოს მთავრობისა და პარლამენტარების განცხადებების წყალობით.

  • საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ საგრძნობლად დაიკლო იმ დონეზე, რომ მან ზაფხულისათვის თითქმის შეაჩერა ზრდა.

  • ქართულმა მართლმადიდებლური ეკლესია კიდევ უფრო აქტიურად ჩაება საერო ცხოვრებაში, საზოგადოებისა და პოლიტიკის (მათ შორის საგარეო) მართვა-რეგულირებაში... მათი გავლენა გაიზარდა. პატრიარქი ლამის არის ყოველ კვარტალში დარბის პუტინთან, დიდებასა და ხოტბას ასხავს მას და რუსეთს. ეკლესიის მაღალჩინოსნები აქტიურად ქადაგებენ პრო-რუსულ იდეოლოგიას.

  • საქართველოს პოლიტიკურ არენაზე ღიად პრო-რუსული ძალები ისე გააქტიურდნენ და მოძლიერდნენ, რომ კოორდინატორები მართველი პარტიიდან გადადიან პრო-რუსული ძალების საპრეზიდენტო კანდიდატის ბანაკში. დადგა რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ პრო-რუსული ძალები მალე აღმოჩნდნენ ჯერ არა-საპარლამენტო და ცოტა ხანში ძირითად საპარლამენტო ოპოზიციად.

  • საქართველოს მთავრობა და პარლამენტის უმრავლესობა ღიად აცხადებენ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები პირისპირ უნდა მოხდეს მესამე ქვეყნისა თუ ძალის გარეშე და ჩაურევლად.

  • ღიად გაღვივდა აგრესიული დაპირისპირება საზოგადოების ქრისტიანულ და მუსულმანურ ნაწილებს შორის.

  • წამოიწია აჭარის სეპარატიზმის საკითხმა.

  • ღიად გაღვივდა აგრესიული დაპირისპირება საზოგადოების რელიგიურ-ეკლესიურ უმრავლესობასა და სეკულარულ უმცირესობას შორის.

  • ღიად გაღვივდა აგრესიული დაპირისპირება პრო-რუსულ და პრო-დასავლური ორინეტაციის მქონე საზოგადოების ნაწილებს შორის.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პუნქტი აწყობს მხოლოდ ერთ ქვეყანას. ფაქტი ის არის, რომ ეს ყველაფერი ხდება და ყველა სფეროში (საერთაშორისო ურთოერთობები და იმიჯი მსოფლიო თანამეგობრობაში, ეროვნულ იუსაფრთხოება და სეპარატიზმი, საზოგადოებრივი აზრი და დაპირისპირება, პოლიტიკური ორიენტაცია, შიდა-პოლიტიკური ძალების გადანაწილება, ეკონომიკა...) რუსეთმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში თითქმის ყველა მიზანი შეისრულა - ყველაფერი ზუსტად ისე მიდის, როგორც რუსეთს ყოველთვის უნდოდა და კიდევ უნდა, თან დაუფარავად და განცხადებულად.

ის ეს იმართბეა რუსეთის მიერ თუ არა, ახდენს თუ არა რუსეთი ამ პროცესების წახალისებას, ავლენს თუ არა რუსეთი ამაზე რაღაც გავლენას, არის თუ არა ეს რაღაც გეგმის ნაწილი, თუ ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის არაკომპეტენტურობის უნებლიე შედეგია, ან მოვლენების შემთხვევითი განვითარება და დამთხვევა, ეს თვითოეული საქართველოს მოქალაქის პირადი აზრის, განათლების, აზროვნებისა და ანალიტიკური უნარ-ჩვევების საკითხი და საგანია. ყველამ თვითონ განსაჯოს და დაასკვნას.

No comments:

Post a Comment