Pages

Monday 14 October 2013

ქართველო ქალებო

ქართველო ქალებო, რატომ აძლევთ ყლეებს, ხეპრეებს, ტვინგაყინულებს და ხიხოებს?!

7 April 2013 at 15:00
ეს შეიძლება რადიკალურად ჟღერდეს, თუმცა მე მიმაჩნია,რომ საქართველოში საზოგადოების სიბნელე, უვიცობა, ფუნდამენტალური კონსერვატიზმი დაალტერნატიული აზროვნებისა და ქცევების შეუნდობლობა ქალების ბრალია და ამის გამოსწორება მხოლოდ მათ შეუძლიათ. მე ამას სერიოზულად ვამბობ.

ის, თუ ქალი მორჩილი, მამაკაცისადმი დაქვემდებარებულისაზოგადოების სეგმენტი იქნება, თუ იგი იქნება თანასწორუფლებიანი ადამიანი ეს ქალზეა დამოკიდებული... რასაც მამაკაცი ყოველთვის ხელს შეუშლის და შეეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა.

ქალი, ან ის საზოგადოება სადაც ქალი ეთანხმება და ხელსუწყობს იმას, რომ „შარვლიანი ქალი უფალს სძაგს“, რომ ქალი თავსაფრის გარეშე ეკლესიაში არ უნდა შედიოდეს, რომ ქალს არ შეიძლება ინტიმური ურთიერთობები ჰქონდეს გათხოვებამდე, რომ მოკლე კაბა ცოდვაა, რომ მაკიაჟი საშინელება, რომ ცოლმა ქმარს უნდა დაუჯეროს, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია, იმ ქალს და იმ საზოგადოებას მამაკაცი ვერ გამოასწორებს, რადგან ამას თვითონ ქალი ეთანხმება, ამას ხელს უწყობს და მამაკაცს კი ეს წყობა აწყობს.

ჯერ ქალმა უნდა სცეს თავის თავს პატივი, რომ მამაკაცმა სცეს მას პატივი. მე ვერ ვხვდები და ვერ ვიგებ იმ ქალებისა, რომლებიც  მამაკაცებს (მათ შორის ქმრებს) და მღვდლებს აძლევენიმის უფლებას, რომ მათ თავზე მოახვიონ მათი ქცევის ნორმები, ჩაერიონ მათ ინტიმურ დაპირად ცხოვრებაში, ჩაცმულობაში, თვითგამოხატვაში. რატომ, რატომ? თქვენთვითონ შესაბამისი ტვინი, აზროვნება, განათლება არა გაქვთ, რომ თქვენივე ცხოვრება თქვენთვითონვე განსაზღვროთ? თუ გგონიათ, რომ ქალი მამაკაცის საკუთრებაა? თუ იგი მამაკაცის „შინაური მოთვინიერებული ცხოველია“, რომელიც მას უნდა ემსახუროს? „პატრონი“ გჭირდებათ? თუ, თქვენ ყმები ხართდა ბატონს ეძებთ?

ქალების ემანსიპაცია ხელს უწყობს არა მარტო ქალების უფლებების დაცვასა და გენდერულ თანასწორობას, ის საზოგადოებას (მათ შორის მამაკაცებს) ეხმარება, რომ შეითვისოს და მიიღოს ალტერნატიული, თანამედროვე, აქამდე უჩვეულო სტანდარტები, ღირებულებები, ქცევის ნორმები, ინოვაცია და კრეატიულობა  - ამას ჰქვია საზოგადოების განვითარება.

ქალი ყოველთვის, ყველა საზოგადოებაში იყო მამაკაცის შთაგონების, მუზის, ენერგიის წყარო და მამოძრავებელი ძალა (inspiration and drive). ქალს შეუძლია მამაკაცის ქცევები წაახალისოს, ან დაგმოს (encourage or discourage). ქვეცნობიერად მამაკაცი ამას ექვემდებარება, შესაბამისად სწავლობს და იცვლის მოქცევისადა აზროვნების მანერასა და ნორმებს. ეს ხომ ელემენტარულია, თუ არა? რომელიმე ქალი ამაში არ დამეთანხმება?

დიახ, მე მგონია, რომ საზოგადოების განვითარება ქალებზეა დამოკიდებული. მამაკაცი, პატრიარქატულ საზოგადოებაში ყოველთვის შეეცდება (თუნდაც ქვეცნობიერად), რომ შეინარჩუნოს სტატუს ქვო ვინაიდან ეს მის ზემდგომ და მართველ როლს, ძალაუფლებასადა სტატუსს ამყარებს - ბუნებრივია, რომ მისგან ამ სისტემის შეცვლის ინიციატივა ვერ წამოვა. ისიც ვიცით, რომ ქალს ძალიან დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მამაკაცზე, მის ქცევაზე, მის აზროვნებაზე - ეს ნორმალურია და ქალების მიერ მამაკაცებზე გავლენის მოხდენის ტექნიკებსა და მეთოდებზე აღარ შევჩერდები: მამაკაცი ყოველთვის ცდილობს და ილტვის იმისაკენ, რომ იგი იყოს ქალის მიერ აღიარებული, პატივცემული, და შეყვარებული, რომ მანს მისცეს, მისი გენი გაამრავლოს - ანუ, მან მას უნდა მისცეს, მან იგი უნდა აირჩიოს, ამას კი დამსახურება სჭირდება. ამას ვიწროდ (ანუ მხოლოდ სექსუალურ და რეპროდუქციულ კონტექსტში) ნუ გაიგებთ, რადგან ამ ქცევის ნორმებს უფრო ფართე სოციალურ-ანთროპოლოგიური მიზეზები და მიზნებიც აქვს.

ბევრ კულტურებში და ქვეყნებში ქალისა და სექსის აღქმადა მათდამი მიდგომა გასაზღვრავს საზოგადოების ლიბერალურობის დონეს. კონსერვატორულ საზოგადოებებში (როგორიცაა მაგალითად საქართველო), ამ დამოკიდებულებებს განსაზღვრავს მამაკაცი. ამაში მე ვერ ვხედავ ლოგიკას რადგან, როგორ შეიძლება მამაკაცმა განსაზღვროს ქალების როლი, ან სექსის ნორმები? ყველამ თავისი როლი თვითონ არ უნდა განსაზღვროს?! ან, თუ სექსში ორი მხარე მონაწილეობს, სულ ცოტა ორივეს გადასაწყვეტია იგი როგორი იქნება - არა?

დასკვნა იმაშია, რომ ცვლილებები და განვითარების ინიციატივა ქალებისგან უნდა წამოვიდეს ინტიმური, ყოველდღიური, ოჯახური და საზოგადოებრივი ცხოვრებისას, იმისათვის რომ ის ფუნდამენტალური ღირებულებები შეიცვალოს ან გადაიხედოს, რომლებიც მამაკაცს ამდენ ძალაუფლებას აძლევს, რაც თავისთავად სტატუს ქვოს შენარჩუნებისაკენ არის მიმართული.

ეხლა კი თქვენ აირჩიეთ, გინდათ თუ არა იყოთ პასიური, მორჩილი და მოსამსახურე სქესი, თუ გინდათ რომ იყოთ სრულუფლებიანი, სრულფასოვანი, პროდუქტიული და აქტიური ადამიანები, რომლებიც თანაბრად იღებენ მონაწილეობას საზოგადოების, მის ღირებულებების, ქცევის ნორმებისა და ცხოვრების სტილის განსაზღვრაში. ამისათვის, ჯერ იმით დაიწყეთ, რომ კარგად დაფიქრდით და კარგად განსაზღვრეთ ვის, როდის, რა ფორმით და რა სიხშირით აძლევთ.  

No comments:

Post a Comment