Pages

Thursday 7 March 2013

NATO and Russia (geopolitics)


What’s going on? Something is definitely going on.
-          US missile defence complex in Poland and Czech Republic was scrapped (or put on hold) by Obama that pleased Russia as it won’t have the NATO bases right at its Western borders to monitor the Russia’s airspace up to Urals. Therefore, the military threats and/or campaign in the Eastern Europe from Russia remained viable i.e. Russia maintained its remote but military influence over the Eastern Europe as Europe is not safe from Russian aggression – this was a major concession to Russia by NATO;
-          NATO is pulling out its combat troops from Iraq and Afghanistan that also pleases Russia and is in Russia’s interest not to have the NATO bases in its backyard, on its southern borders and in the countries of its influence back in 80s – this was another concession to Russia by NATO;
-          By military aggression and capture of Abkhazia and South Osetia, Russia virtually ceased hope of the Southern Caucasus (Georgia) integration in to the NATO. The world and the NATO have accepted the “new political reality”, as termed by Russia, and  they didn’t do much or are doing almost nothing to reverse this – this too constitutes major geo-political concession to Russia by NATO;

In response:
-          Russia is reinforcing its Black Sea fleet and it claims to deploy permanent flotilla in the Mediterranean Sea near Syria, allegedly in support of Assad’s regime;
-          Russia is expanding and further reinforcing its military bases in Abkhazia and South Osetia (South Caucasus);
-          Russia is strengthening its engagement with Afghanistan and Iraq, at this stage only through capacity building, economic and cultural means;
-          Russia actively (including militarily) supports Assad’s regime;
-          Russia opposes and doesn’t cooperate in quelling the Iranian nuclear ambitions and aggressive politics in the Middle East;


From a dilettante in these affairs like me, it seems that while the NATO is receding and giving up its positions, Russia is actively trying to expand and regain its influence over the territories it controlled during the Soviet times. Or is it just me?

Has there been any geopolitical or global deal reached between the West and Russia? Several high level politicians including Mme Clinton have mentioned several times that the current world architecture and design have to be revised – are these processes part of redesigning the world?

რუსეთ-საქართველო, აფხაზეთ-ოსეთი



ბლოგები / ზაალ ანდრონიკაშვილი

რუსეთი, რუსეთმა, რუსეთს, რუსეთის...


http://www.radiotavisupleba.ge/content/blog-zaal-andronikashvili-russia/24921490.html

კომენტარი ზემოთ მოყვანილ სტატიაზე



მე სტატისს სხვა ასპექტებზე კომენტარს არ გავაკაეთებ, თუმცა „პროვოკატორულად“ მინდა ავტორის მიერ ჩამოყალიბებულ მიზნებზე შევაჩერო თქვენი ყურადღება და შევეწინააღმდეგო. მითუმეტეს, რომ იგი ამბობს „არა მგონია, ამ მიზნებთან დაკავშირებით ვინმეს დიდად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეს“ - მე მაქვს.

„ჩვენი რუსული პოლიტიკის მიზანია ა) რუსეთის ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან; ბ) აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმება; გ) საქართველოს სუვერენულობის და ტერიტორიული მთლიანობის ცნობა საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში და დ) პირველი სამი მიზნის შესრულების შემდეგ რუსეთთან მეგობრული თუ არა, კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება.

ყველა ეს მიზანი აფხაზეთს და ოსეთს შეეხება და ორივეს იყენებს რუსეთთან ურთოერთობისათვის - ჩემის აზრით ეს არის მთავარი პრობლემა რითაც აფხაზეთსა და ოსეთს ვაკნინებთ.

ზოგადად მიღებულია და ქვემოთ კომენტარებში არავის არ უცდია ამ მიზნებისათვის კითხვების დასმა. მე კი დავუსვავ და სტრატეგიებისა და მიზნებს ჩამოვაყალიბებ აფხაზების და ოსების გადმოსახედიდან, ანუ მათ და მათ ინტერესებს გავხდი ამ სტრატეგიის მთავარ თემად და ამომავალ წერტილად:

ა) რუსეთის ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან; - 

ეს მიზანია იმ შენთხვევაში თუ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორებს საქართველოს საკუთრებად წარმოვაჩენთ. მეც ასე მგონია, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ტერიტორიები იგივენაირად აფხაზებისა და ოსებისაც არის, ამიტომაც მათი აზრი და მიზნებიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ მიზნებისა და შესაბამისი გეგმების/სტრატეგიების ფორმირებაში.  დღეს ამ ფორმით ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ სტრატეგიულ მიზანს ოსები და აფხაზები არ ეთანხმებიან. შესაბამისად ამ ტერიტორიებზე ქართველებს, ოსებს და აფხაზებს სხვადასხვა მიზნები აქვთ. ჩვენ თუ აფხაზებთან და ოსებთან საერთო გეო-პოლიტიკური მიზნები და სტრატეგიები ვერ გამოვნახეთ, საქართველოს ნებისმიერი ამბიცია თუ გეგმა ამ ტერიტორიებზე ვერასოდეს ვერ შესრულდება. ჩემი დასკვნა, ის არის რომ ამ ფორმით მიზნის ჩამოყალიბება ამ მიზანს ვერასოდეს ვერ მიგვაღწევიებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოსნაირად, სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის ჯარების გაყვანაა ნატოს მათ შორის ამერიკას, თურქეთსა და ევროპას უნდა, მაშინ ეს სამხედრო გეო-პოლიტიკური მიზანი დავუტოვოთ და მივანდოთ ნატოს, რის შესრულებაშიც ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას. .. ისე როგორცხ ეს ადრე მოხდა. ნურავის ნუ ეგონება რომ საქართველოში რუსეთის ბაზების დახურვა საქართველომ გამოიწვია - საქართველო ინსტრუმენტი იყო!

ბ) აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმება; 

ეს მიზანიც არის აფხაზებთან და ოსებთან კონფრონტაციული და შესაბამისად ვერასოდეს ვერ შესრულდება. სულ ცოტა ამ მიზნის დეკლარირებაზე უნდა გავჩუმდეთ, ან საერთოდ დავივიწყოთ.

გ) საქართველოს სუვერენულობის და ტერიტორიული მთლიანობის ცნობა საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში (ალბათ იგულისხმება რუსეთის მიერ) 

ერთი ან თუნდაც ოთხი სახელმწიფოს არ აღიარება დიდს არაფერს არ ნიშნავს. მითუმეტეს თუ არამღიარებელი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მტერია ეს მიზანი მხოლოდ რიტორიკაა და მიუღწევადია.


ეს მიზნები რუსეთის შესახებ არ არის, არამედ აფხაზეთსა და ოსეთზეა. შესაამისად მე ამ მიზნების ჩამოყალიბება ცოტა სხვანაირად წარმომიდგენია, იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთისა და ოსეთის საკითხის რუსეთთან სტრატეგიაში მოხსენიება მათ მეორეხარისხოვან საკითხებად და მხოლოდ სშუალებებად წარმოაჩენს. შესაამისად აფხაზეთისა და ოსეთის მიმართ მიზნები და სტრატეგიები ცალკე უნდა განისაზღვროს და არ უნდა იყოს რუსეთისადმი მიზნების მთავარი თემა. მიზანი აფხაზეთისა და ოსეთის მიმართებაში შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი: 

- აფხაზ და ოს ხალხს ჰქონდეს თავისუფალი თვითგამორკვევისა და განვითარების საშუალება. 

ეს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მოწყობაზე უფრო მნიშვნელოვანია... იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ის თუ რომელი სახელმწიფოებრივი ერთეულის ნაწილია ეს ტერიტორიები - ეს ჩემი პირადი აზრია. ტერიტორიული მოწყობა საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად. ამის მისაღწევად კი გთავაზობთ შემდეგ ტაქტიკას... მიზნის მიღწევის გზას:


1.      საერთაშორისო სამართლისა და ნატოს ქვეყნების მეშვეობით, აგრეთვე ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოციალური და სამედიცინო სფეროების გამოყენებით შევუწყოთ ხელი იმას, რომ რუსეთის გავლენა აფხაზეთისა და ოსეთის  პოლიტიკურ ელიტაზე და მოსახლეობაზე შემცირდეს i.e. შევუწყოთ ხელი იმას რომ აფხაზებმა და ოსებმა ცოტა უფრო დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, თავის სასარგებლოდ და დამოუკიდებლად განსაზღვრონ მათი თვითგამორკვევისათვის და განვითარებისათვის რა უფრო უკეთესია. ის ჯარების გაყვანაც ამას მოჰყვება. თუ აფხაზ და ოს მოსახლეობას არ უნდა რომ რუსეთის ჯარები გავიდნენ, მაშინ რუსეთის ჯარები არ უნდა გავიდნენ, თუ გავითვალისწინებთ და პატივს ვცემთ აფხაზი და ოსი მოსახლეობის აზრს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათ ეს არასწორედ, გაუცნობიერებლად უნდათ და ჩვენ მათ ეს უნდა ავუხსნათ. თუ ეს ჯარები აფხაზებსა და ოსებს იქ აღარ მოუნდებათ რუსეთი იქ ვერანაირი მექანიზმებით ვერ დარჩება... შეუძლებელია!


2.      ნელ-ნელა და მეთოდურად შევამციროთ რუსეთის მონაწილეობა ქართულ-ოსურ-აფხაზურ მოლაპარაკებებში და ურთიერთობებში.


3.      მოვნახოთ ფორმატი და შევთავაზოთ გარანტიები აფხაზებსა და ოსებს მათი უსაფრთხოებისათვის და თვითგამორკვევისათვის, უფრო უკეთესი და უფრო მყარი ვიდრე რუსეთის მიერ შეთავაზებული;

4.      შევუწყოთ ხელი იმას რომ აფხაზეთსა და ოსეთში განვითარდეს არაკორუმპირებული და დემოკრატიული სტრუქტურები და ღია საზოგადოება;

5.      პირველი ოთხი ამოცანის შესრულების, თუნდაც ნაწილობრივ, აფხაებთან და ოსებთან ერთად ვუზრუნველყოთ ლტოლვილთა (იძულებით გადაადგილებულ პირთა) დაბრუნება აფხაზეთში და ოსეთში;

6.      პირველი ხუთი ამოცანის შესრულების შემდგომ, აფხაზებთან და ოსებთან ერთად განვიხილოთ სახელმწიფო მოწყობსი ფორმატის რამოდენიმე ვერსია, მათ შორის, აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა;

ამ გეგმის შესრულებას შეიძლება დეკადები დასჭირდეს, მაგრამ ეს იქნება საფუძვლიანი გადაწყვეტა პრობლემის, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ანალოგიური კონფლიქტის მოხდენას მომავალში.

რუსეთს რაც შეეხება, მასთან მიმართებაში მიზანი მხოლოდ ერთია: 

- ურთიერთობები რეგულირდებოდეს თანასწორუფლებიანობის პრინციპით და მხოლოდ საერთაშორისო სამართლით, მის ფარგლებში და მისი პატივისემით;

ანუ რუსეთმა და საქართველომ ორივემ დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები. ის ჯარი, აღიარება არაღიარება ამის ნაწილია. 

ამის შესასრულებლად კი მე ბენდიქიძისეულ ტაქტიკას ვემხრობი... იქეთ ოკეანეა, რუსეთი არ გვაინტერესებს, გვაინტერესებს აფხაზები და ოსები.